კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დღე უნდა მივშალ-მოვშალო

გულთან ბრძოლით და ომითა,

ამ დილას, თეთრო შროშანო,

შენთან ალერსი მომინდა.


მე შემნატროდა ყველა ხე,

მსურდა, ღიმილად მედინა,

გნახე, ნეტავ, არ მენახე,

ნიავის მკლავზე გეძინა.


ცაში თრთის იფნის კენწერო,

მე ჯავრის გუბეს ვეწები,

არ გსურვარ? ჯვარი გეწეროს,

აღარც მე შეგეხვეწები.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები