კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ყველა ბრმა ბრძენია

საადი


* * * * *


რისთვის თენდება დღე უნიათო?

თუნდაც მზე ვისთვის ამოისვეტა?!

მარწყვივით გოგო და უსინათლო?

სხვა დიდი ცოდვა რა არის ნეტავ?


გზას მიუყვება ფიქრად მიდენილს,

მზის და სინათლის მარად მძებნელი...

ეჰ, უსინათლო და შორსმჭვრეტელი

რამდენიც გინდა, არის იმდენი!


ხელჯოხი დააქვს, როგორც ეჟვანი, -

გული ვით დარჩეს გაუბზარავი?!

წუხილი, ფიქრი, ღამის თევანი, -

ყველა შენთან და... მაინც არავინ!


გუშინ ვიხილე გოგონა მზისი,

რომ გადაჰყავდათ მეორე მხარეს

და მე ვიგრძენი, წუხილი მისი

ცაში აჰქონდათ სევდიან ქარებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები