კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ ცოცხლობ... და ფიქრია

შენი პირველსაწყისი,

მიაბიჯებ

შენს ფიქრში

გამოკვეთილ საზრისით.


ფიქრში - ქვეყნის მძერწავო,

ფიქრში - ქვეყნის მისანო,

ფიქრში უნდა ეწამო,

ფიქრში უნდა იწამო.


შენი სულის ტაძარი

იშვა შენი ფიქრიდან.

ფიქრის გზებზე მიილტვი,

ფიქრის გზებზე მიქრიხარ.


ფიქრით აქცევ იდუმალს

და დაფარულს საჩინოდ,

ხვდები: რა და როგორ და,

რატომ აღმოაჩინო.


ფიქრში - ქვეყნის მძერწავო,

ფიქრში - ქვეყნის მისანო,

ფიქრში უნდა ეწამო,

ფიქრში უნდა იწამო.


შენი სულის ტაძარი

იშვა შენი ფიქრიდან.

ფიქრის გზებზე მიილტვი,

ფიქრის გზებზე მიქრიხარ.


ფიქრით აქცევ იდუმალს

და დაფარულს საჩინოდ,

ხვდები: რა და როგორ და,

რატომ აღმოაჩინო.


ფიქრში - ქვეყნის მძერწავო,

ფიქრში - ქვეყნის მისანო,

ფიქრში უნდა ეწამო,

ფიქრში უნდა იწამო.


ფიქრი ზუსტად გამოკვეთს

რაც იყო და არ იყო,

დრო და ჟამი რითი და,

როგორ დაათარიღო. 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯანსუღ კორძაია  • • •   ჯანსუღ კორძაიას პოეზია

მსგავსი თემები