არა, არ ვსტირი - ცრემლები სულით მდაბალთა წესია - არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრს საჩემოდ დაუკვესია.
რაკი მტრად შემომესია, მებრძოლოს, რადგან საჩემოდ მახვილი გაულესია!
არა მაქვს აძგერებული: შუა გადამიტყდა ჩანგური, სატრფოსთვის აჟღერებული.
მორცხვი და მოკრძალებული, გულით წრფელი და სულით - კი - ზეცამდე ამაღლებული.
უკუღმა დამატრიალა, ცრემლს-სისხლის ჟანგი შესწყვიტა სიმთა ხმა, ნაზად წკრიალა. |