კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

და ისევ ისე ქვეყანა ბრუნავს…

და ისევ ისე დრო მიდის, ქრება…

და ისევ ისე, შენს უნებურად,

შენს ნაცვლად სადღაც ვიღაცა კვდება.


ან ეწამება შენს ნაცვლად ვიღაც,

სხვას, შენს მაგივრად, ჯვარზე აკრავენ,

შენს ნაცვლად ვიღაც ცლის შხამის ჭიქას,

ანუ მზად არის მოკვდეს ახლავე.


შენ ეს არ იცი, შენ ეს არ გესმის,

ვერ ხვდები, ვინ ხარ, ან საით მიხვალ,

სხვა არის შენი ფიქრების მწყემსი,

სხვა ამსხვრევს ყოფნა-არყოფნის ტიხარს.


თუმცა უხილავ ჯაჭვით გადაბმულს

ჰგავს ზღვაც და ხმელიც, ვარსკვლავთა კრებაც,

მაინც უშენოდ ქვეყანა ბრუნავს…

მაინც უშენოდ დრო მიდის, ქრება…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები