სამი სიტყვა შევიჩვიე, სამი, სამად სამი სიტყვა, ვერც ავდარმა შემიშინა, ვერც გრიგალმა დამისეტყვა.
ნუ კითხულობთ ნუღარც საბაბს, სდუმს ჭაღარა ჩიქობავა, სდუმს ჭარმაგი სულხან-საბაც.
ლინგვისტებს და პოლიგლოტებს, თარჯიმანი იღიმება, ვიდრე აზრზე მოვიდოდეს.
ბევრი იასამანია, - მღერის ჩემი სამეული, ცეკვავს ჩემი სამაია.
არც ცალ-ცალკე იწერება, არც წვიმაში იჟანგება და არც ზღვაში იძირება.
არც არავის ედავება, ვერ აიტანს შეხებას და შეხედვას და შედარებას.
უხილავი მელოდია, ასე თოვლის სასახლეში მეფეები შემოდიან.
თარებს თარი, დოლებს დოლი, მოვა ღმერთი მეორედ და იტყვის: დოვინ, დოვენ, დოვლი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |