კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღამის პალიტრა... აკვარელის მკრთალი ფერები...

მკაცრი ზამთარი. მკაცრი ყოფა. მკაცრი დილემა.

მთვარის შუქ-ჩრდილი, დებიუსით ანაფერები

და ნაგრიგალი, ნამეხარი განწყობილება.

ეგვიპტის ალი. ქარიშხალი. ზვავი. მეწყერი.

დეგა. ბოდლერი. რენუარი და... ექსპრესია!..

და სტიქიურად მოვარდნილი ჟინი ფერწერის,

და დრამატული კოლორიტი და პოეზია!

და ფანტაზია, ვით სამყაროს ოთხი სტიქია:

წყალი, ჰაერი, ცეცხლი, მიწა - დაუსაბამო...

და "მულენ-რუჟი... და მონმარტრი... და მისტერია,

და ისტერიაც, - უსასრულო და უსამანო.

მზის ეფექტები!.. ლეგენდები... ძველი მითები...

პირამიდები - უდაბნოთა დეკორაცია...

ცა - გამჭვირვალე, მუქი ლურჯით დანაბინდები,

და პოლ გოგენის და სეზანის მწვანე გრაცია.

არლი. ვან გოგი. კონტრასტები. ეფემერები.

ტულუზ-ლოტრეკის არტისტული ციებ-ცხელება...

ღამის კორიდა! - აკვარელით ანაფერები,

ოდნავ შეშლილი პოეტური განწყობილება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები