საყვარლის ბაღშია ჭკვა დამეკარგა, გავბრუნდი, არ იყო კარ-გაღებული. გადავხედე, დავბნდი, ვერა გავიგე... ვნახე ალვის ხენი ხელახლებული.
ავს ნუ ათქმევინებ, ენა კარგია, ღმერთმა გაგახაროს, ლხენა კარგია, მე შენს ჭირს სანაცვლოდ გადაგებული!
იაგუნდ-ალმასო, ლალი ხარ ქველი! დამაცა, გითხრა ჩემი სათქმელი - შველი ხარ მინდორში გამოშვებული!
სოვდაგარი ვიყავ, ზარი დავკარგე! მზეთუნახავი - იარი დავკარგე... საიდამ ვიპოვო ზღვაში დებული?
როსტომის ხანჯალი ყელთ დამაჭირე, ავათა ვარ, მოდი, ზედ დამიტირე, თვალები გზაზედ მაქვს დაყენებული!
მე შენ გენაცვალე, სხვანი ნუ გინდა!.. სიყვარულით ლაპარაკი თუ გინდა, საიათნოვამ იცის სიტყვა ქებული! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |