მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
თმაგაშლილი, მღიმარი, ანთებული, ცხელი, გულმკერდგადაღეღილი, გაოფლილი სველი,
სასთუმალთან მეახლა, ყელს მომხვია ხელი.
ბაგეებზე უთრთოდა სევდის ჩრდილი ნელი.
ნუთუ თვლემსო მიჯნურო, სიყვარული ძველი?
მან არ იცის ნამდვილი სიყვარული მწველი.
რადგან მხოლოდ ეს არის ჩვენთვის ლხენა მთელი.
გამოვცალეთ ჯამები, ჩავისველეთ ყელი.
ქალის ნაწნავები და ღვინის ღიმი მწველი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |