მთარგმნელი: ამბაკო ჭელიძე
მოდი, ვით იყო წინათ ჩვეული, ჩემ გულს ალერსი ისევ მოუნდეს; მოდი, რომ ჩემი მკვდარი სხეული ახალ სიცოცხლეს კვლავ დაუბრუნდეს.
მოდი, რომ შენმა მოახლოებამ დამაჯილდოვოს თვალის გახელით.
მაგრამ ეგ შენი მშვენიერება იქნება მაინც შვების მომცემი.
მაგ ღვთიურ სახეს მოწყურებული მარტოკა შენთვის გავაღებ კარებს.
ბედის ვარსკვლავით რა მიწერია, ან ღამე რითი დამასაჩუქრებს.
შენი შეხვედრით აღტაცებული კვლავ იგალობებს დამთვრალი ვნებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |