კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

ათასი მტერი რომ მყავდეს ქვეყნად

და ასაკლებად მომიხტეს კარად,

სანამ შენ ერთი მყავხარ მოყვარე,

არ ვშიშობ, რადგან შენ ხარ და კმარა!


ეს მე შენია, რომ მაქვს იმედი,

ჩემს გვერდით მდგარი მეგულვი ფარად,

თორემ უშენოდ მე როგორ გავძლებ, -

სიკვდილის შიში მზაფრავს და მზარავს!


თუ სუნთქვა შენი არ მოაქვს ნიავს,

ჩემს ნიადაგზე ვერ ვდგავარ მყარად

და ვარდის დარად პირს ისე ვიხოკ,

სისხლი ღაწვებზე ჩამომდის ღარად.


ოცნება შენზე და მოსვენება?

გაყრა შენი და რაიმე ჩარა?

არა, სიცოცხლევ, ასეთი რამე

ჯერ არ მომხდარა, არა და არა!


შენ რომ დამკოდო, უფრო მრგებს, ვიდრე

სხვამ წყლულს სალბუნი დამადოს წყნარად;

სხვის მოწვდილ თაფლს და გოლეულს მიჯობს

შენი სამსალა და ძირიმწარა.


სიკვდილით ჩემით დავთრგუნავ სიკვდილს,

ხმლით შენით ჩემს სისხლს თუ ადენ ღვარად;

მკვდრად ნუ მახსენებთ, - ვკვდები სიკვდილით,

რათა სიცოცხლით ვიცოცხლო მარად!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები