მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
ეგ შენი თმები აურაცხელი, ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია, და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია, მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი.
კბილი შენს თმებში რომ გაუყრია, თუ ფიქრობს ჩემი ღონე უქმია და არავინ ჰყავს შენს თმებს დამცველი!
დღეღამ ის არი შენს სასთუმალთან, მე კი მიშორებ ცივად თავიდან.
ყელსა და სახეს არ მიიკარო, თორემ ამას კი ვეღარ ავიტან! |