კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს

შხივის ვარსკვლავი

ბეთლეჰემის იისფერ ცაზე -

- ცოდვის ამხსნელი,

ადამის ძის ცოდვის გამშვები!..

...მოდის ურემი,

თოვლისფერი შროშნებით სავსე,

და ხილის ხონჩით

მგალობელი გუნდი ბავშვების...

გადაბიბინდა სანთლის სხივით

მთელი ქალაქი: -

- სარკმელი სარკმელს შესციცინებს -

ყრმა იბადება!..

...ხარ

შეწირული შენს სამშობლოს

როგორც ზვარაკი!

- ქართველთ ნათელო,

შენღა შერჩი მამულს თავდებად!..

იქნებ შემორჩა სულის ლუსკუმს

სმარაგდის წვეთი,

რომ გადმოვწერო

საკადრისი, შენი, სტრიქონი!

- მოდგმავ დავითის,

არაერთხელ აღმდგარო მკვდრეთით,

აღიხვენ თვალნი,

კვლავ იხილე იერიქონი!..

არა,

არ იშლის უხამსობას

მიწყივ, რეგვენი,

- ხორცსაც და სულსაც

"სამარყანდის" ყაიდით მორთავს!..

შთამომავლობის

გადარჩენა თუ ვერ შევძელით -

- "ნუცა დაუყრით,

ნუ დაუფენთ მარგალიტს ღორთა!"

და რაც აქამდე მოიტანა

ერმა წვალებით,

გარყვნეს,

წაბილწეს,

გაასხვისეს ცაცა და მიწაც!..

დაცუნდრუკებენ იქით-აქეთ

"ერის მამები"...

- ვაი,

ქვეყანა სოვდაგრების ქარვასლად იქცა!..

გულმოწყალება,

სათნოება შენი რომ არა,

და ნუგეშინის სარიგებლად

მარად მზაობა,

- მე

ძვლების გროვას,

ნაცოდვილარ ხორცის ტომარას,

ვინ მაღირსებდა შენთან ბჭობას,

შენთან საუბარს?!.

- ალილუია!

ქრისტეშობას ზეიმობს ხალხი!

ამინ, უფალო,

ვერ წაშალონ ჩვენი ჯილაგი!..

...მოდის ყმაწვილი,

ავთანდილის მწყაზარი სახით,

ნინო ჯვრით ხელში,

საგალობლით და ჩიჩილაკით...

- ემმანოელ!

ემმანოელ!

იმედო ქართვლის!

შენს ეპისტოლეს გულზე ვიწერთ,

მუნ სიბრძნით გათლილს!..

წარუძეხ მამულს უფლის რწმენით,

მაცხოვრის ხატით,

და სამი სიტყვით,

სამი სიტყვით ილია მართლის!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

მსგავსი თემები