გამოხვალ გარეთ, გახედავ შარას, ქარში ეგდება ღრუბლების ღერი, შეიშრიალებს შენს წამწამებთან ჩემი ცრემლები, შენი გიშერი.
თალხი სიზმრების დაყრილ ბარათებს. ფერად ხსოვნებით გაავსებ უცბად, ლურჯი იებით დაწნულ კალათებს.
დაღუპულ დღეებს სადღაც ასხია. შენი გიშერი საფლავს მაგონებს, მანდ კულულების სითბო მარხია.
ღია ფანჯრების დაკარგულ ალერსს, ეზოში შენზე მღეროდა თელა, ჩაძირულ ჩრდილებს და სივალალეს.
რადგან სახეზე კრთის კანდლის შუქი, ამაღამ ალბად ნიკოც ილოთებს, კარებს შემოგლეჯს, როგორც ქარბუქი.
დაღუპულ პოეტს რაღაც მიშველი, ფანჯრებთან ნუში ხომ იშრიალებს, - ჩემი ცრემლები, შენი გიშერი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |