ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ, უნცა ვიცოდე სახება მისი. ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო და თავწაკრული სამშობლოს ნისლით.
ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც. ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმა და თიბვის ნაცვლად ჩუქურთმას სჭრიდეს.
გადამაფაროს ლამაზი ფრთენი. გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილი და ცაზე კვალი, მდინარის მჩენი.
ვით ქალის თმებით შემკული ვაზი. მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს, შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.
წალკოტში დამრგან გამრჯე მკლავებით. და მაშრიალოს ღამე და დილით ფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |