წარწერა ვაჟას სახლის კედელზე
გზის პირას იდგა პატარა სახლი და მის გარშემო ტყე კანკალებდა, და ტყის შრიალით სავსეს და დაღლილს, ქვეყანა ერტყა გარედან. ხეებს გაშლიდა ხოლმე აფრებად და მიფრინავდა... თუმცა, ისედაც ცის ქვეშ ყველაფერს ათანაბრებდა. მაგრამ სამღერლად ჰყოფნიდა ცოტაც და განუწყვეტელ ცეცხლზე იწვოდა, წვიმდა თუ თოვდა, თუ ქარი ქროდა. და ეკუთვნოდა იგი თანაბრად ცხვარსაც და მგელსაც, კაცსა და ღმერთსაც... და არ აგდებდა ავდარს არაფრად. უფრო ლამაზი იყო ქვეყანა. და ყველა, ვისაც იცნობდა დღემდე, უნდოდა დარში გადაეყვანა. და ვისაც სურდა, ყველა ამჩნევდა - როგორ დარბოდა ეზოში ძაღლი, როგორ ყვაოდა ტოტი ფანჯრებთან. სინათლე, ჩრდილებს როგორ ურევდა და რა უბრალოდ ტყდებოდა პური კაცის და მხეცის დასაპურებლად. რომ სახლის კედლებს რაღაც სტკიოდათ, რომ ამ თბილ პურშიც და სასთუმალშიც ცრემლის მარილი გამოსჭვიოდა. ამ სახლის მთავარ ძარღვსაც მალავდა, ის კი, წიგნივით ჩუმი და ძველი, ქვეყანას თვლიდა თავის კარადად. არ აკვირვებდა ტყეთა ბინადარს, ხოლო ხანდახან მწვანე აფრებით სწყდებოდა მიწას და მიფრინავდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |