კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მზემ წყალზე ზოლად მეწამული დატოვა კვალი

და ნავსადგურში განაბნია ღამე ლანდებად.

ქალაქის თავზე იფანტება თანდათან კვამლი

და იისფერი გამელანდება.

დილის ნისლებში იხილება მზე ამოსული -

ლიბრგადაკრული, სამყაროს თვალი.

სივრცის სიღრმეში თვლემს ქალაქი ბინდით მოცული,

ნისლში აქა-იქ სილუეტები ჩნდებიან მკრთალი;

ნამძინარები, ბარბაცებენ წყალზე ჩრდილები;

უთუოდ, მათი სიზმრები თუ იქცნენ ნისლებად;

იზმორებიან, ეზარებათ გამოფხიზლება,

გაბრუებულებს ამოსულ მზის შთაბეჭდილებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

მსგავსი თემები