ღმერთო, ხომ იცი ოთხმოცი წელი ერთგულად ვიყავ შენი მსახური. კითხვა რად გინდა, ცხოვრება ძველი, არის მხოლოდღა ამის დასტური.
ვნახე გათხრილი ჩემი სამარე, საკმეველს თურმე მონობას უკმევ, თუკი ვერ შეკრავ ცაში კამარებს.
ვიღაცის მკლავზე ძილი შიშველი. თუნდაც მომაცვა გიჟის მანტია, ორივემ ვიცით ვეღარ მიშველი.
არ შემიბღალავს ოჯახი წმინდა და ამიტომაც ალერსის ნატრულს, სხვისი ოცნების დანგრევა მინდა.
ფიქრებში საწოლს ვუყოფდი ყველას. ჩემში ავხორცი იღებს მილოცვებს და არავისგან არ ვითხოვ შველას.
ვნახე სამარე წლების გათხრილი, ვივიწყებ ცრემლებს, მორალს, კოდექსსაც მე, ოიდიპოს თვალებდათხრილი.
სიზმრებში ასე ნათრევ-ნაჯიჯგნი, ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული სული უბიწო, მაინც მახინჯი.
რომ არ ვეჯექი მინავლულ კოცონს... კვლავ მახსენდება თვალები მწველი, რომლებიც უნდა სიზმარში ვკოცნო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |