თამუნია წერეთელს
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის მომაგონდები ამ ანანურთან. შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის, ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი. ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“, ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.
როგორც დემონის ფრთების შეხება, სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა, მოიბან შენი ირმის ფეხები.
მათი ცხოვრება ხვალე იწყება, ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას დაფარავს მიწა და დავიწყება.
და ახეული მაქვს ლაყუჩები, შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური, ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი და თვითმკვლელობის იავნანური. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |