კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვითა ჭაბუკი, სიყვარულით გატაცებული, 

მიეშურება სატრფოსაკენ, გაჩქარებული, 

აგრეთვე შენკენ მოისწრაფვის, ზღვავ, ჩემი გული,

ჩემი გონება, ჩემი გრძნობა და ჩემი სული,

და, ვით მას თავისს სატრფოს მზერა არ მოსწყინდება, 

ისე არც მე, ზღვავ დიდებულო, შენი ყურება!

რისთვის? - იმისთვის, რომ მარტოკა შენ-ღა ხარ ერთი

ჩემ სამშობლოსთან ჩემთა ფიქრთა კვლავ შემაერთი;

მისთვის, რომ როცა შენ გიყურებ, კვლავ მეხატება 

თვალწინ სამშობლო, მისი ტანჯვაც კვლავ მაგონდება

და ვფიქრობ: “ვაჰ, თუ ვერ ვეღირსო აწ დაბრუნებას

იქ და მივეცე საუკუნოდ აქ განსვენებას!

ვაჰ, თუ ცოცხალი თვისი შვილი მან ვეღარ მნახოს

და ვეღარც მკვდარი თავისს გმირთა შორის დამმარხოს!"

მაგრამ, ზღვავ, გვედრი, თუ მოვკვდე აქ, შენ მიმიბარო

და მიმიტანო იქ, საფლავი იქ გამითხარო!

დაე, იქაურს მივემატო  მეცა მიწასა,

რომ მეც იმასთან, ოდეს იგი სანატრელს ხმასა

კვლავ გაიგონებს და ხელახლა აღორძინდება,

გადავხალისდე, ვიგრძნო ის ხმა, ის ნეტარება,

ვიგრძნო დაჩაგრულთ ზეაღდგომა, მჩაგვრელთ დამხობა

და მტვრად ქმნილსაც კი შთამებეჭდოს ეს წმინდა გრძნობა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

მსგავსი თემები