უკანასკნელი გადაირბენს სიტყვის კამარა და შემოაგდებს უცხო თვალებს, ყვითელმზერიანს, უეცრად ვტოვებ გარინდულებს ლექსის ამარა ალის, პაოლოს, ტიციანსა და ვალერიანს.
მძიმე ბარბაცით თუ ვინგრევით მე და თბილისი. მოგონებაში აიშლება თბილი ნაცარი, სადაც შენ სდუმხარ, ჩემო ალკა, შენ, უტკბილესი.
მაგრამ არ დედობს შენთვის იგი - ავი დედალი. შენი სინორჩით მკერდი მისი გადილეშება, რომ უფრო მკაცრად მან იგემოს მზის ნაღვერდალი.
და სასისხლაოდ ეშურება ლოცვა-ნუგეში, ხოლო მანელებს მომდურავი სახე ქაშვეთის და მეშინია, არ შეწუხდე ნინოს უბეში.
მშვიდო მაცხოვარ, ერთხელ არის, მაინც მამეშვი, ვეღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა, არ დაივიწყო მამა შენი ამ ცუდ ღამეში! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |