კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წახვალ და ლექსის დავკარგავ ენას,

მუნჯი სტრიქონი ვის რაღად უნდა?!

მჭირდება რწმენა, იმისი რწმენა,

რომ დღეში ერთხელ მეწვევი თუნდაც.


წახვალ, გაწყდება ჩონგურის ლარი,

ვერ ვიგრძნობ რაზე ჩურჩულებს ქარი,

რაზე ბუტბუტებს თბილისთან მტკვარი,

რაზე ლოცულობს მცხეთაში ჯვარი.


გაუძნელდება აფრენა არწივს,

უმანკო მტრედებს დაკორტნის ქორი,

ხსნა არ მომივა არც მიწით, არც ცით,

მომენატრება წვიმა და თქორი.


გაჩნდება გულში ისეთი ბზარი,

დარეკავს სულში ისეთი ზარი, -

გზას ვერ გავიგნებ, მეცვლება მხარი,

დავიკარგები ეული მგზავრი.


მაგრამ თუ, მუზავ, მომიხვალ რწმენად,

არწივს მოხიბლავ სილურჯით ცათა,

ლექსს აამღერებს ბულბულის ენა,

მიჯნურთა ენა, წრფელი და სადა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ომარ შამათავა  • • •   ომარ შამათავას პოეზია

მსგავსი თემები