ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ, ნელა მივალ, საღამოა, გრილა. სადღაც ახლა იბადება ფიქრი, სადღაც ახლა ინისლება დილა.
ახლა მივალ, აღმართია, მტკივა. შენი ხსოვნა იმალება გულში, შენი ხსოვნა სიკვდილამდე მივა.
გულს მფარველი ანგელოზი იცავს. დაო, ასე მიცვალებულ პოეტს დამაყარე გულზე შავი მიწა.
ნელა მივალ, საღამოა, გრილა. სადღაც ახლა იბადება ფიქრი, სადღაც ახლა ინისლება დილა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |