ავი ზმორებით დაითალხა შენი ფარდები, ფიქრთა მორევში დაეშვები ალურ ზანგებით, მეწამულ გედი გინახულებს ოქროს სანკებით და შენც ოცნების მზის სხივებში გადავარდები.
და თვით ეროსი აგამღერებს ფერად ჰანგებით, ფერწასულ მთვარეს შენ შორდები ყვითელ მანგებით, რკინის სხეულით ბოროტ სიკვდილს ეხაბარდები.
და ყრუ რიტმები ერთმანეთში გადახლართული, სტეფან მალარმეს გაგონდება თეთრი წიგნები.
ცეცხლის რკალებით აგათრთოლებს კორიანტელი და უთვალავი მოთარაშე ქუჩის ციგნები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |