კალოზე ქარმა გაფანტა ნამჯა, მომტაცა სიყრმის წმინდა იმედი, ორი ჭრილობა სხეულში ჩამრჩა - ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი. ნისლმა შებურა შუბლი რამდენი, ჩემს ძველ ეზოში ქარი დაქროდა, ბევრჯერ ჩამიქრო თაფლის სანთელი. თქმას მე ვარჩიე სიტყვაძვირობა, ცხოვრების აღმართს ბევრჯერ ავყევი, ვერ მოვიშუშე ორი ჭრილობა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |