დაჰკრა ჟამმა და უკანასკნელი გზის დასასრულიც თითქმის განაღმა, თავს აღარ ვაქნევ როგორც ასკილი, და ყველაფერზე არ ვარ თანახმა. თუმც თვალს არ ვხუჭავ კლდეს რომ ვაწყდები და მომჟივიან უკან სიტყვები - წამოფრენილი ჩემი ბარტყები. (მათ გზაზე ვარდი არვინ დაფინა), მე მათგან ზოგი მაინც გავწვრთენი და მათთან ერთად ცაში დავფრინავ. განაღმულია გზის დასასრული, თავს ვეღარ ვაქნევ, როგორც ასკილი, და ვგრძნობ, ნაპირზე ჯერ არგასული, რომ, ცეცხლის რკალით შემოგარსული, ჩემი დროც უკვე არის წასული!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |