რომ ჩემს სულს კვამლად წაიღებს ქარი, სიცოცხლის ყველა ცხრა კარს ჩარაზავს.. არ მინდა ყველას მოთქმა და ზარი, მინდა მიმღეროს ქალმა ლამაზმა. მაგიურ ძალას ეს ცა მანიჭებს, დე, ვარსკვლავები ცვიოდნენ ბნელში, მე იმ ვარსკვლავებს ხელით დავიჭერ. ლექსი უქრობი ნაღვერდალია. ვისთვისაც გული მე გამიყვია, ჩემი სიცოცხლეც მანვე დალია. განა ავთრთოლდი, განა დავშინდი? ახლა რა თვეა? შემოდგომაა? როგორღა ვუთხრა - გულო, დამშვიდდი! ზოგი ხე კვირტებს - მიმქრალს - ზანტად შლის, და თუ აქამდე ვერ მიპოვნია, აღარც მოვძებნი სულის ზამთარში. წყურვილს ვინ იკლავს მხოლოდ მდინარით! ალბათ იტყვიან ადრე თუ გვიან ვინ დაიჟინა ფერი მდიდარი. და ღარში წვეთიც არ ჩამიტიოთ. როს გადავქრები.. ჩემივე ჩანგით მინდა ლამაზმა ქალმა მიტიროს. |