კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შტეფანკირხეში გიხილე ერთხელ,

ხელში გეჭირა ღვთისმშობლის ვარდი,

შენ იყავ ბერტა, შენ იყავ გრეთხენ,

შენ ბეთჰოვენის ოცნებას ჰგავდი.


იმ დღიდან მესმის ღმერთების ენა

და გესიზმრება შენ საქართველო.

ვიცი, ბეთჰოვენს უბრუნებს სმენას

შენი ორღანი და შენი ჩელო.


ბახის ეს ფუგა შეძრავს თვით მოცარტს,

მგონი შენც გესმის ცაში, გამჩენო,

შტეფანკირხეში თვით ღმერთი გლოცავს,

მოთქვამს ორღანი და მღერის ჩელო.


შორეულ გზებით კვლავ შენსკენ მოვქრი,

როცა შენ გხედავ, მსურს ვარსკვლავს მივწვდე.

დევს როიალზე, ვით შენზე ფიქრი,

ცისფერი ვარდი "არ დაგავიწყდე".


რომ დამავიწყდე, - თქვი, ბედისწერამ,

შენზე ლამაზი სხვა ვინ მაჩვენოს?!

უნდა გაკოცო აქ! ჯვართან ერთად

სვეტიცხოველმაც რომ შემაჩვენოს.


შენით ვთავდები, შენით ვიწყები...

ვიცი, რას ტირის შენს სულში ჩელო.

ლამაზო, შენ თუ დამავიწყდები,

მითხარი, ქვეყნად ვინ გავიხსენო?!

მსგავსი თემები