წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე, სუყველგან ორი გზა არი. შუაში არი ხმელეთი, გარშემო დიდი ზღვა არი. თუ ქალი იტყვის დობასა, ის უკეთესი და არი. აგრეთი გქონდეს გუნება, ვით მოწმენდილი ცა არი. თუ არ იწამებ ამასა, მუცლით ნაშობი რა არი? |