ბაღში ბნელოდა და სიჩუმე თითქო ტიროდა. ჩემი ოცნება შენს გარშემო დასრიალებდა, მე შენ გელოდი და ლოდინი ფიქრს მიალებდა. უცებ ჩემს ახლო აწკრიალდა შენი სიცილი, ვერცხლის ეჟვნებად ხეივანში მიმოიფანტა, რომ ეგ სიცილი ასე უცბად არ მოსულიყო მე შენს დაფარულს სულის ნადებს ვინ მომიტანდა? თურმე შენს სულში სხვა ყვავილი ამოსულიყო. ეჟვნის წკრიალი თან მომდევდა და მაწვალებდა. უარყოფილი სიყვარული მსხვერპლს მავალებდა, მაგრამ შენს ღალატს მსხვერპლი აღარ შეეწიროდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |