კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი

 

მუდამ ბრწყინვალე, მედიდური და მოთარეშე,

ნუთუ შენ ახლა ვერ დაამსხვრევ ფრთის გაბრაზებით

ტბას ყოფილს, სადაც იქარგება თოვლის ხაზებით

სპეტაკი ყინვა - უზენაეს ფრენის გარეშე.

შენ წარსულ დღეებს, სევდის გედო, ეძვირფასები,

ებრძვი უდაბნოს განათებულ სიმწუხარეში,

შენ ვეღარ ცხოვრობ გამოგონილ უცხო მხარეში,

და აი ბრწყინავს თვით ზამთარი თეთრ დარბაზებით.

რომ გადალახავ მკვდარ სივრცეებს, ტყვილად გგონია,

ეალერსება შენს თეთრ კისერს თვით აგონია,

შენ ფრთებითა ხარ მოჯაჭვული ლაღი, გვიანი.

შენი ჩვენება ამ წყვდიადში კრთის - დარდიანი;

მარტოობაში დაგამშვიდებს მეფური ძილი,

და სიამაყით იმოსება შენი აჩრდილი.

მსგავსი თემები