კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რამდენი ლუდია. რამდენი მთებია. რამდენი მზე არი.

რამდენი ვაჟია. რამდენი ქალია. რამდენი ცთუნება.

გული და გუნება შეიქნა მეცხრე ცის ზიარი,

ვლოცულობთ, ვლხინობთ და გულღიად შევხარით ბუნებას.

ლუდისებრ ელვარებს თვალებიც ასულთა, ცბიერი,

ჩურჩული სიოსებრ, სიცილი-წყაროთა წკრიალი.

აგერა, მიღიმის ქალშავა-ვარსკვლავი ციერი,

თავის თასს მთავაზობს მაცდური ცქრიალით...

ვსაუბრობთ. ირხევა დალალი, გველისებრ მაცდური,

ლუდიან თასშიც ჩანს მზისფერი დალალი.

"- ქალბნელო, ამ ჩემს გულს იქნება შენ დასცე დასტური:

სად არის მზექალი?"

"- მზექალი არ არის! არ არის! არ არის!.."

აღარსად ქალები... აღარსად ვაჟები... აღარც მზე...

დაიქცა სასმელი... დაბნელდა გარემო და მთები...

დაეშვა ლაღობა მიმწუხრის მწუხარე დაღმართზე;

ავახმე, გაბრიელ, ღამდების... ღამდების... ღამდების...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები