მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ჩვენ ვართ ღრუბლები და პირბადით შევბურეთ მთვარე, ჩვენ მივიჩქარით ნარნარად და თეთრი აფრებით... წყვდიადშიც გვახლავს სისპეტაკე! მაგრამ სულ მალე, ღამეც მიაღწევს თავის სასრულს და ჩვენც გავქრებით. სხვადასხვა ჰანგზე რომ ხმიანობს ყველა შეხებით; ბზარებსღა ვითვლით... თითქოს სიმით იმ გზას მივებით, ბოლოსდაბოლოს უფსკრულში რომ გადვიჩეხებით. ვიღვიძებთ... ერთ ფიქრს ძალუძს მოსპოს ყველა ნუგეში, ხანგრძლივ ტირილში ვიღიმებით ოროდ წამი და ხან არ ვნაღვლობთ, ხან ვიხუტებთ სევდას უბეში. გრძნობათა ცვლაში სულ არ ვიცით გულის დანდობა; გუშინდელს ხვალ თუ ვეღარ ნახავთ, ნუ მგლოვიარობთ, - მარადიული არის მხოლოდ ცვალებადობა. |