მარტო უზიხარ საწერ მაგიდას, გული არ გერჩის რამე დაწერო. გარეთ ბინდია - ქარის მაგივრად და ზარი კივის საბედისწეროდ. გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია - მაღლა ვეღარ სწევ ჩაქნეულ ხელებს, ტირილიც ვეღარ გიწამებია. დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის, რა ეშველება დაღუპულ ადათს, ან ასე მწარედ გარეცხილ სინდისს. სადღაც მისდევდი სივრცეთა მზვარეს, ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს. შენი გაჩენა, ღმერთო, რა იყო! რა სიყმაწვილე წავიდა ფუჭად. წყალმა რამდენი თრთოლვა წაიღო! გადასჩვევიხარ ლანდებთან ბაასს, გზებზე სუყველას ჩაუწიხლიხარ, უმზერი კედლებს, უცქერი საათს. თითქოს ანდერძიც გიდნება ხელში. ასე თავდება ცის ელვარება, ასე ღამდება ერთ სიცოცხლეში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |