საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა, რაც დაეთრევი, ჩემო ნიკო, დედამიწაზე. წლები გარბოდნენ, შენ კი ყველგან დაიგვიანე. ღმერთი რა არის, ისიც თითქოს ვეღარ იწამე. ბრბო მიიწევდა კოშმარების ზათქით მოსილი, დრო იცვლებოდა შეყეფებით, ცა კინკლაობდა, ჩვენი პლანეტა ღრიალებდა სისხლში მოსვრილი. მისტერიები დაგყვებოდნენ ამორძალებად, თვალი გეჭირა ქარებშეშლილ ღამეებისკენ, ზეცის კალთებიც რომ დაგლიჯეს ეზოს ძაღლებმა. და მათხოვრობდი ეზო-ეზო მარადისობას, შენ გიძახოდა უდაბნოსკენ ცოდვილი მექა, რომ შესწრებოდა მუსულმანთა შეთქმულ ნისლობას. საკუთარ ხვრელში. ო, ვერასგზით დაისადგურე. ო, ჩემს ცხოვრებას დე, ნურავის ნუ მოუყვებით, ეს ნაწერები დიდი ცეცხლით გაანადგურეთ! ვიღაც მახინჯმა რომ დაიცვას დისერტაცია. იტყვიან, ისე დაეწება ამ კარგ საწუთროს, რომ ნაწერები საიქიოს გაუტაცია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |