თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
როცა მოვკვდები, ვიდრე მიმავალს დამიჭედებდეთ კუბოს ლურსმანით, კარგი იქნება, ფერმკრთალ ყვრიმალებს თუ ცოტაოდენ ფერს წაუსვამდით. ვიყო, მიწაში, როცა ჩავწვები, წარბზე ფანქარი რომ გადამისვან და ვარდისფერი მქონდეს ღაწვები. მაგრამ მე მინდა, უსპეტაკესი რომ დამეფინოს შიშველ მუხლებზე მუსლინის კაბის ყველა ნაკეცი. და მიმზიდველი, როგორც ნახატი, როცა პირველად მაჩუქე ღიმი... აქამდე მქონდა და ვინახავდი. თეთრ ყვავილებზეც, ცრემლიც მაკმარეთ, მხოლოდ დამიდეთ თავქვეშ ბალიში და ჩემი თავი ანდეთ მაქმანებს. სიგიჟეს შუბლი ვით შევაგებეთ და გონდოლების გრძნობდა მაუდი, რომ მიკოცნიდა მკერდს და ბაგეებს. ჩემს გაყვითლებულ ხელებს საკუთრად კრიალოსანი ანდოთ ოპალის, რომელიც რომის პაპმა აკურთხა. იმ კრიალოსანს ვიხმარ მოცლილი და გავიხსენებ თუ ლოცვასავით როგორ ითვლიდი, როცა მკოცნიდი. |