ო, ამოდენა საფლავებს რა რწყავს, რა ცრემლი ალბობს?! შავი ნისლივით ვტრიალებ შავად ალესილ მაღლობს. რამდენის დედა ჰგოდებს... და მამის ამოძახილი ხავსად გაჰკვრია ლოდებს. ეს მოძმის ტყვიამ მოჰკლა, აი, იქვე წევს, ნაპირას, ქარი რომ საფლავს ლოკავს. უჭირისუფლო გვამი... კარგია, ცაო, ნამდვილად ეგრე უგზავნე ნამი. ამოეძირკვა გვარი. ხანდახან ნაგვიანევი მუხლს თუ ჩამოჰკრეფს მგზავრი. გორზე დამჯდარი მთვარე. იქ, ბნელში ვიღაც ქვითინებს, ისე თრთის სანთლის ალი. ფართოდ გახსნილი კარით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |