კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ნეტავ ვიცოდე სიცოცხლის ფასი

სიკვდილი ჩემი რომ დავაფასო,

ნეტავ ვიცოდე სიკვდილის არსი

ყოფა უკვდავი რომ დავაარსო.


მინდა მოვწყვიტო დროს ერთი წამი

დრო სიკვდილის ჟამს რომ გავაჩერო,

რომ გავიაზრო ნანატრი ჟამი,

უკანასკნელი სტროფი დავწერო.


უკანასკნელად შევიგრძნო ქარი,

ყური დავუგდო ბუნების სუნთქვას,

გავიგო წვიმის ნოტები წყნარი

ჭექა-ქუხილში ჩუმად რომ უკრავს.


უკანასკნელი ჩამოჰკრავს ზარი,

სიცოცხლის ბოლო სიტყვა რომ უთქვამს.

მუდამ მიგლოვებს მე ჩემი ქნარი,

სიკვდილის მერეც არ შევწყვეტ სუნთქვას.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

მსგავსი თემები