კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღამევ,  დაღლილო დღეო,

მოდი, მომეცი ფორა.

მაჩუქე კიდევ ერთი

ღიმილი - მეტაფორა.

წამო, შეშლილო წუთო,

იცოდე შენი ფასი.

იქნება  მომაშორო

სიკვდილის მეტასტაზი.

ლეთევ, ქვესკნელის ბოღმავ,

ლეთევ, მიმრქმელო აზრთა,

ის რატომ გახსოვს, რაც რომ

ერთხელ შემთხვევით დამცდა?

წვიმის წუწუნა წვეთო,

არ მინდა შენი გათქმა.

სხვებს მოუყევი ახლა,

ღრუბელმა ჩემზე რაც თქვა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

მსგავსი თემები