სული არა ჩანს, სხეული ჩონჩხია უსამკაულო, - ლექსი მყავს შემოსეული, ლექსებით ვდღესასწაულობ. არც ვინმე გაუხარელი, ისეთი სანახავი ვარ, როგორც ქარი და ჰაერი. კაცის ვერ ხედვენ თვალები, ისე უბრალოდ ვარსებობ, სიკვდილსაც დავემალები. ვმღერი მწუხარეც და ლაღიც, ისეთი ბუნებრივი ვარ, ვით ცა, მიწა და ბალახი. თითქოს ხე გედგას სახლის წინ, ქარმა თუ წამოუბერა, ფოთლებს ლექსებად დაყრის ძირს. ერთ ფოთოლს მაინც აიღებ, ხე - ქარიშხლებით ნარწევი - მეც იმ ლექსს დავათარიღებ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |