წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით. მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს, მაინც გამოვთხოვ, არ მოვეშვები. არ გაიმეტა შენთვის წამალი, გულს ამოვიგლეჯ, მზექალ, საკუთარს და შენ ჩაგიდგამ, დაე ალალი იქნები მგოსნის ქალღმერთი - ჯიქი, ჩემთვის კი აბა, რა ბედენაა, თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |