კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ეს ჩემი გული რა არი?

გრძნობით მქუხარე ზღვა არი.

ნაპირზე მთები დრკებიან,

იმის იქით კი სხვა არი!

გონება, გრძნობის სადავე,

ჭკუის სასინჯი ქვა არი,

ის, რაც ჩანს, არის სათავე,

ბოლოში კიდევ სხვა არი!

წალკოტის გრძნობის მპარავი, -

ეგ ჩემი გულის თქმა არი,

ნაპირს დგას ოქროს კარავი,

შუაში კიდევ სხვა არი!

ბუნდად რომ მოსჩანს ნისლებში, -

ჩემი დიდების მთა არი,

რასაც შენ ხედავ ძირია,

მწვერვალი კიდევ სხვა არი!

ეს ჩემი გული რა არი?

ეხ, შენი ტრფობის ზღვა არი!

ნაპირზე ედემს გიშენებ,

იმის იქით კი სხვა არი!

მსგავსი თემები