ლეღვზე ვაშლის ყვავილი, ვაშლზე ლეღვის კობერი, თქარში თითქვი ბალახი და შხვერთები ჟღვერა, ნენევ, - ჩემი სოფელი... ბალღი ფეხშიშველა.
პანტა პიტნის ყვავილებს, ფოთლებსა და ჩალას, ნენევ, ჩემი სოფელი... ძაღლი კუდჯონჯალა!
ყურმოქარგულ ლეჩაქში გაკოჭილი ძღვენი, ნენევ, ჩემი სოფელი... სამჭედლოსთან ცხენი.
კოჭზე სველი ბაწარი და წვივებზე წკნელა, ნენი, ჩემი სოფელი... ყველი ერთი წველა!
გობზე ცომის ტყაპუნი და მდუღარის თქეში, ნენევ, ჩემი სოფელი... ნაცრიკვერით ხელში!
ნენევ, ჩემი სოფელი... თორთქოშელა გოგო!
ალიაღის ტყვილები, დემურალის ხრინწი, დიდი ნენეს ხათრები, პაწა ნენეს მადლები, ყველაფერი ჩემშია, ბრიალებს და იწვის...
ჩემი წმინდა სლუკუნი გაიგონოს ყველამ, ვივლი ამ ტლი ბილიკებს ნამიანი თვალებით, ნენევ, ჩემი სოფელი... ბალღი ფეხშიშველა! |
პოეზიის გვერდი • • • |