ღრუბლებმა გაჰკრეს ტალკვესი,
მთებსაც დაუცეს თვალიო,
ჩემი ფიქრიც და გონებაც,
შორს მიდის, როგორც ქარიო;
კაცი თუ დაიძრახება,
სჯობია, იყოს მკვდარიო,
ან ჩაიკეტოს სახლშია,
არვის გაუღოს კარიო,
ან სამუდამოდ გაწიროს
თავისი მიწა-წყალიო.
მედეა კახიძე - სიტყვა თამუნიას
იონა ვაკელი - არაფერს არ გთხოვ
ოთარ ჭილაძე - გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი...
მიხეილ ქვლივიძე - ტატოს ვედრება