კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თუმცა ვღრეობდი, ვმღეროდი, გულს არ მიეცა საშველი,

მხიარულობდა სოფელი, კოშკებად ნაგებ-ნაშენი.

გამოვერიდე მოძმეებს, მარტოს მომინდა წანწალი,

უცებ საყდართან შემომხვდა ჩემი ლამაზი წაწალი.

ხალხს შემოვხედე, შეესვათ ნისლებს უდროოდ ნაყორალს,

ქალს წინ დავუდექ, მოვზიდე, ცოლად მოვთხოვე წაყოლა,

დამისხლტა, ისე შეჰკივლა, მხოლოდ ვნებას რომ ამშვენებს,

ვიდრე ხევსურის მარჯვენა, ზარს მისწვდა საგანგაშებელს,

მივდიე, ცხენზე მოვიგდე, თავი არ მქონდა მუდარის,

"წამოვე, წევნა დამიწყეს", ხატიც წყრებოდა გუდანის.

ვიდრე მთებიდან ავარდნილ ქარიშხალს ჰგავდა მდევარი,

"საამო იყო საცქერლად", ცხენდაცხენ მიმოწევანი.

მზე მთების იქით გადაწვა, - სიმბოლო მარადისობის,

მერე გზას ღამე დააკვდა, - შავი დარბაზი მისნობის,

მერე დაბერეს ქარებმა, მთვარე გაღვივდა ალალი,

ვინც წინ შემომხვდა, საჩქაროდ დაცალეს გზები სავალი.

არაგვს ჩავდიე, გაყვლეფილ ხორცს ვუტოვებდი ნარ-ეკალს,

როს ტყვიამ ჩემი წაწალის სუნთქვა იმ ქვეყნად წალეკა

გაფრინდა გული ბუდიდან, ფრთებიც მომემტვრა შევარდნის,

სიცოცხლე ხელში ჩამაკვდა, უკვე არაგვში შევარდნილს.

წყალმა წაიღო ოცნების გიჟმორეული რონინი,

ნეტა მოვეკალ მამამისს თბილ ცხედარს გადაკონილი,

მაგრამ იცოდა უთუოდ ღვარძლიც, გოდებაც ქართული,

ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგული.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები