რა ლამაზად გადაშლილხარ, გულიც კოხტად გაგიღია, ირგვლივ აფრქვევ უცხო ფერებს, სურნელებით ათრობ ნიავს... და თვალები რჩება ღია, შენი ეშხით გულდამწვარი ბულბულებიც ცრემლსა ღვრიან! თუნდ სამოთხეც იყოს ღია, წუთით ლხენა-გართობაში არაფერიც არა ყრია. ზოგს ფრთებიც ვერ გაუშლია, ამ ქვეყნიდან ჯერ არავის არაფერი წაუღია! იმ პატარა, ნაზმა იამ, კოკრები რომ უჩანს მხოლოდ და გაშლა ვერ მოუსწრია. თვალიც კი ვერ გაუღია, არც ჩიტები უგალობენ, არც ფუტკრები ეხვევიან. ეს დრო შენი სიცოცხლეა, მიწაც თბილად გიალერსებს, ირგვლივ ტყე და გარეთ მზეა... ხან მწარე და ხან ტკბილია, არ გაშლილახარ, გაშლა გინდა, გაიშლები - სიკვდილია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |