შენს ძვირფას სახეს აღარ უნდა განმეორება, ვერავინ შესცვლის შენს სურათზე ფერებსა მკრთალებს და მარადობის მიუღია მას ამბორება ვით სიჯისმონდო მალატესტას ნაკვეთ მედალებს. კამათელისა მათ უყვარდათ ნაზი გორება, ცისფერ ატლასის ნაოჭებში მე რომ მაწვალებს, იმ დროებისა იშმუშნება ისევ ზმორება. ეგ არშიები გულს მესობა ყაისნაღებად და მიმაჩნია ჩემი თავი ათასნაქებად, რომ შენსა დღეებს მე აქედან ვეჯამბაზები! როს შენს წინაშე ისველებდა ვერიკო თვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |