მტერი ყოფილა, მუდამ შენი თოფის მიზანი, მისი ქუხილი საქართველოს საზღვრებს იცავდა, ქართველი ხალხი შენს მარჯვენას და თოფს ფიცავდა, ქროდნენ ტყვიები მაგ თოფიდან ელვის ფრთისანი. გწამდა შენს მამულს მწუხარება ვერ მოიცავდა. და ცისარტყელას, გადახიდულს ციდან მიწამდე მშვიდად ელოდი სიკვდილის წინ ბრძენი მისანი. ტირის სოლომონ! გულზე ცეცხლი წაჰკიდებია. როგორც სულდგმული, შენი თოფიც გრძნობდა ობლობას. ვით შენი მკლავი, მუზეუმში უქმად ჰკიდია და მის ლულაში გაუხლართავს ქსელი ობობას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |