დუმილი ჩამოწვა მძიმე, კოცონი ღუოდა წითლად, დათმეო, რამეთუ მცირე არისო ქართული მიწა.
მანდილზე მიტაცეს ხელი, ცხელ შანთებს მადებენ მკერდზე, დაფარონ სიშიშვლე ჩემი!
როგორც ღვთის საწირავ ზვარაკს, მე მტკივა მოჭრილი ძუძუ, უფრო კი სირცხვილი მზარავს.
და ყელში მობჯენილ კივილს, რამეთუ ნაშენი ვიყავ ქართული მიწით და კირით.
ვიწვი და მაინც არ ვგმინავ, ასევე სჭდავდნენ ძველად ცეცხლში ხალიბები რკინას.
ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა… ეგრე, დედოფალო, ეგრე, ცოტაც და, იწყება ზეცა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |