ეს მე ვარ, მე ვარ, ვარ საქართველო, აღზევებული აწ და მარადის, თუმც გაყიდული და გულმოკლული ასჯერ კრწანისით, ასჯერ მარაბდით. მაინც ძლიერი ხანგამოშვებით, რეკდნენ ზარები და ჩალისფერი კვლავ ტკაცუნებდნენ ჩემი დროშები. კვლავ ციხეებად და გუმბათებად და მოდიოდა დიდი დავითი და ამოღებულს ჰგავდა სატევარს. სიკეთედ მოყვრის და მტერთა რისხვად, მაშინ ივარგა, თუკი ოდესმე მართლა ივარგა ქართულმა სისხლმა... გარდაუვალი ლოდინით დაღლილს... და მაინც ცოტნემ ჩემი გულისთვის შიშველ სხეულზე წაისვა თაფლი. დაწვა, დიდ საქმეს არ უღალატა; მე ახლაც ვხედავ შორს, ისპაჰანში, თავმოკვეთილი ფეთქავს პაატა. სულ მჭირდებოდა მე ქუდზე კაცი და ვივსებოდი გლოვით და ცრემლით, ცრემლით და ბოღმით, ბოღმით და ნაცრით. მიტაცებული ყველა მტკაველი, მაინც ვცოცხლობდი, რადგან მე მყავდა, გურამიშვილი და რუსთაველი. საბა-სულხანი, მყავდა ირაკლი, მათი დიდების შუქს დღეს მშობლიურ მუზეუმების სითბო ირეკლავს. ჟინვალს - ჟინვალი, არაგვს - არაგვი, მისთვის მეჭირა ხელში მახვილი, მემოსა ჯაჭვი და მუზარადი, არ შეწყდეს ჩემი სიმღერა ძველი. რაღაა იგი სინათლე, ღმერთო, სინათლე, რასაც თან ახლავს ბნელი, მე სიყვარული მინდა ნამდვილი, რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ და არ იცვლიან მას პერანგივით. იხსნება ქვეყნად ყველა ქარაგმა, მაგრამ ვერასდროს ვერავინ შესძლებს თქვენი ამაყი ჯიშის ალაგმვას, და ბრწყინვალება ირგვლივ იღვრება, არ დამთავრდება, არ დამთავრდება, არ დამთავრდება დიდი სიმღერა! თქვენს ნაჯაფ ხელებს და ხარის კისრებს, არ დაგავიწყდეთ, ჩემი თვალებით წიწამურიდან ილია გიმზერთ, უზენაესი მსაჯული გიმზერთ; მე ვადღეგრძელებ თქვენს ნათელ მიზნებს და ჩემთვის აწ რომ გაკვალავთ, იმ გზებს. მე სიყვარული მინდა ნამდვილი, რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ და არ იცვლიან მას პერანგივით! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |